Pfizer/BioNTech- , კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსგავსს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას აანონსებს.
ოზლემ თურეჯი, რომელიც ქმართან ერთად გერმანული კომპანიის, BioNTech-ის დამფუძნებელია, ახალი კორონავირუსით ადამიანების ინფიცირებამდე მუშაობდა იმუნური სისტემის მომზადებაზე.
როგორც გამოცემა წერს, წყვილმა გადაწყვიტა ახალი საფრთხის წინააღმდეგ მიემართა ტექნოლოგია, რომელზეც ორი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა. დაახლოებით 11 თვეში ბრიტანეთმა აღნიშნული ტექნოლოგიის ვაქცინების გამოყენებას ავტორიზაცია მიანიჭა და BioNTech-მა ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-თან ერთად ვაქცინა შექმნა, რომლის პირველი დოზითაც მსოფლიოს გარშემო ათობით მილიონმა ადამიანი უკვე აიცრა.
გერმანიის ქალაქ მაინცში ბაზირებული პატარა კომპანიისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ფართომასშტაბიანი კლინიკური ტესტირების წარმოება სხვადასხვა რეგიონში. ასევე, წარმოების მასშტაბების ზრდა იმისათვის, რომ გლობალური მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ კომპანიის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც BioNTech-ს აძლევს შესაძლებლობას ფინანსები მოახმაროს პირვანდელ მიზანს, კიბოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტის შექმნას.
BioNTech-Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ შექმნილი გენეტიკური ინფორმაციის ვაქცინების (mRNA) მსგავსი პრეპარატები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს აწვდიან ინფორმაციას სპეციფიკური ვირუსის საწინააღმდეგო პროტეინების შექმნაზე, შესაძლოა კიბოს წინააღმდეგ იმუნური სისტემის მოსამზადებლადაც იქნას გამოყენებული.
“ჩვენ გვაქვს კიბოს საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა, რომელიც ამ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული” ,- აცხადებს BioNTech-ის მთავარი სამედიცინო სპეციალისტი.
კითხვაზე, როდის იქნება ხელმისაწვდომი მსგავსი პრეპარატი, თურეჯი ამბობს, რომ ასეთი პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამას მხოლოდ რამდენიმე წელი დასჭირდება.
გასულ კვირას გერმანიის პრეზიდენტმა ცოლ-ქმარს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო მიანიჭა და უთხრა, რომ კვლევები “ერთი ინდივიდისთვის კიბოს მკურნალობით დაიწყეს. დღეს კი მათი წყალობით გვაქვს ვაქცინა მთელი კაცობრიობისთვის”.
ინფორმაციას netgazeti ავრცელებს nbcnewyork-ზე დაყრდნობით