24.11.2024

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია. მსახიობი პოსტკოვიდური გართულებებით კლინიკაში მოათავსეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, კახი კავსაძეს სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს და ისევ რეანიმაციაშია. „კოვიდისგან გამოჯანმრთელდა, გაეწერა, მაგრამ კოვიდმა თავისი ძველი დაავადებები გააქტიურა, გაამწვავა და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა“, – განაცხადა ტურძელაძემ.

კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდასტურდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img