26.11.2024

ნატალი საბანაძე – ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი

“ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი,” – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალი საბანაძემ ფრანგულ გაზეთ Le Monde -თან საუბრისას განაცხადა.

ამავე ინტერვიუში საბანაძე აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მას საქართველოს მთავრობასთან ჰქონდა უთანხმოება. მისი აზრით, საქართველოში ევროპული შუამავლობა ვერ ახერხებს კრიზისის განმუხტვას.

აღსანიშნავია, რომ Le Monde-თან საუბარში გაკეთებულ განცხადებაზე, ნატალი საბანაძემ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა. როგორც ის წერს, სტატიაში მთელს პოლიტიკურ კლასზე საუბრობს და მისი პოზიციის პოზიციის “ზედმეტად პოლიტიზირება უადგილოა”.

“ჩემი გადაწყვეტილება იყო პირადი პოზიციის დაფიქსირება, მისი ზედმეტად პოლიტიზირება უადგილოა. ამ სტატიაში საუბარია პოლიტიკურ ლიდერებზე, მთელს პოლიტიკურ კლასზე, რომელიც პროევროპული ორიენტაციისა, მაგრამ მოლოდინია, რომ იქნება ევროპული თავის ქმედებებსა თუ გადაწყვეტილებებში”, – წერს საბანაძე.

ცნობისათვის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img