დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს, – საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა და ხაშურსა და სურამში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
„დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს. ეს საქართველოში აღმოსაჩენი განსაკუთრებული ადგილია. შესანიშნავი ხედი სურამის ციხეზე, ჯანსაღი წყალი და გემრიელი ნაზუქი“, – წერს კარლ ჰარცელი.