23.11.2024

ნათია თურნავა – „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი

„ნამახვანი ჰესი“ არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროსადგურთაგანი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი გაკეთდა, რომ პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო.

„იცით, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება სანდო ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც უსაფრთოებას და ეკოლოგიას შეეხებოდა. იქმნება ხეობის განვითარების ხუთმილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დიდი საზოგადოებრივი საბჭო და ისიც გააკონტროლებს, რომ იყოს ყველას ჩართულობა. ამიტომ, ყველა ობიექტური, რაციონალური შეკითხვა ამით მოვხსენით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.  

მინისტრის განმარტებით, კომპანიამ 280 ოჯახზე ადგილზე უკვე 34 მილიონ ლარამდე კომპენსაცია გასცა.

„საქართველოს ენერგეტიკასთან დაკავშირებით გვქონდა ორადორი არჩევანი, სამუდამოდ დავრჩეთ პოსტსაბჭოთა ენერგეტიკული სისტემის ნაწილად, თუ გავხდეთ ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი. ჩვენ, ეს გადაწყვეტილება და არჩევანი უკვე გავაკეთეთ 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და 2017 წელს, როდესაც გავხდით ენერგეტიკული ევროპული გაერთიანების წევრი. მას შემდეგ ჩვენი ყველა პროექტი, დაწყებული შავ ზღვაზე წყალქვეშა გადამცემი კაბელით და დამთავრებული „ნამახვანი ჰესითა“ და ზოგადად, ადგილობრივი ჰიდროენერგეტიკის განვითარებით, მთლიანად ევროპული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თურნავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img