23.11.2024

ვლადიმერ პოზნერს და მის სტუმრებს საქართველო დაატოვებინეს

აქტივისტების პროტესტის გამო, რუსმა ჟურნალისტმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისინი ჩარტერული რეისით გაფრინდნენ. რუსი ჟურნალისტი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და 3 აპრილამდე დარჩენას გეგმავდა, თუმცა განვითარებული მოვლენებისა და პროტესტის გამო, ქვეყნის დატოვება მას ვადაზე ადრე იძულებით მოუწია.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გამოიწვია პოზნერის განცხადებებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი” ეს არის მისი აზრი რასაც საჯაროდ ხშირად აფქსირებდა. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს, როდესაც სასტუმრო “რუმსიდან” სასტუმრო “ვინოტელში” სავახშმოდ მივიდნენ.

ამის შემდეგ “ვინოტელში” ხმაურიანი აქცია დაიწყო. აქტივისტებმა და მათთან ერთად მყოფმა ელენე ხოშტარიამ 112-ში დარეკეს და კარანტინის წესების დარღვევის შესახებ ინფორმაცია პატრულს შეატყობინეს. შსს-მ რუსეთიდან ჩამოსული 32-ვე ვიზიტორი მათ შორის რუსი პროპაგანდისტი, ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img