24.11.2024

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციის 4 მონაწილე დააკავეს. პარტიის ოფისში რამდენიმე წუთში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს.

 ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოჩნდა.

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია რამდენიმე სათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მავთულხლართები აქვთ მიტანილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img