5 აპრილს, დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში, ძირითადად კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა იქნება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.