საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშილი თვითიზოლაციაში გადადის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
“აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სალომე ზურაბიშილი თვითიზოლაციაში პრემიერთან კონტაქტის გამო გადავიდა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.