26.11.2024

კორონავირუსი კიდევ ორ დეპუტატს – ირაკლი მეძმარიაშვილს და ირაკლი ზარქუას დაუდასტურდა

საკანონმდებლო ორგანოში ინფიცირებული დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა. ინფიცირებულია კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი ზარქუა.

“მეგობრებო, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, რომ ყველა რეგულაცია დამეცვა ზედმიწევნით, სამწუხაროდ მაინც დამიდასტურდა ეს ვერაგი ინფექცია. არც სიცხე მაქვს, არც სხვა სიმპტომები ამ ეტაპზე თუმცა, პსრ-ტესტმა დადებითი აჩვენა დღეს.. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას” – წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

 გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვირუსი სამ დეპუტატს: მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდათ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img