„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პროცესის დაწყებამდე გიგი უგულავამ მიმართა და კომპლიმენტი უთხრა, რომ კარგ ფორმაშია, რაზეც მელიამ უპასუხა, რომ “ციხეში 19 კილო დაიკლო.”
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც. ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებული იყო, თუმცა, გასულ სხდომაზე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ პროცესზე დასწრების ნება დართო.