23.11.2024

კომენდანტის საათის დროს თეა წულუკიანმა ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან, მხარის გუბერნატორთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად გუშინ კომენდანტის საათის დროს, ოზურგეთის ერთ-ერთ სასტუმროში ვახშმობდა. მინისტრი გუშინ ოზურგეთის თეატრს სტუმრობდა, საიდანაც რესტორანში კომენდანტის საათის დაწყებამდე გადაინაცვლა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

“ფორმულას” ინფორმაციით რესტორნის თანამშრომლებმა მათ გადამღებ ჯგუფთან ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, თუმცა მინისტრის ავტომანქანამ ტერიტორია გვიან ღამით დატოვა.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრული პოლიციაც, თუმცა ისინი შენობაში არ შესულან, რადგან, მათი თქმით, მათ კერძო ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ჰქონდათ. 

წულუკიანი ასევე არ გაესაუბრა ჟურნალისტებს, რომლებიც მას რესტორანთან უცდიდნენ. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img