საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების პირობა დაასახელა. შესაბამისი განცხადება ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განცხადებით, თუ შეთანხმება შედგება, ის მზად არის გიორგი რურუა შეიწყალოს.
“მზად ვარ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ ჩემი პირობით – ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას, იმას რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას.
ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთის მხრივ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორეს მხრივ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგება. ამ განცხადებით 1 კვირის ვადაში, ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.