24.11.2024

დავით ბერძენიშვილი – ქუჩაში მარტო დარჩენილი, საგრძნობლად გამეჩხრებული „ენმ“ დაღმასვლას ვერ გადაურჩება

ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ „ენმ“ გაითვალისწინებს ოპოზიციონერი პარტნიორების პოზიციას ,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ “ფესიბუქზე” წერს, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ეხმაურება.

როგორც დავით ბერძენიშვნილი აღნიშნავს, პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

„ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ორ/ სამ დღეში თუ კვირაში ნიკა და გიორგი იქნებიან გარეთ.

მანდატიანი პარტიების დიდი უმრავლესობა, ასევე, ბევრი ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატი საჯაროდ აცხადებს, რომ ევროკავშირის და აშშ – ის მედიაციას მხარს უჭერს და ხელს მოაწერს ტექსტს. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რაოდენობა შედგება – ესეც სრულიად აშკარაა.

ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ ენმ გაითვალისწინებს ოპოზიციონერი პარტნიორების (მათ შორის ხუთსუბიექტიანი ბლოკის სამი პარტიის ხელმძღვანელის) პოზიციასაც გაუწევს ანგარიშს და გაითვალისწინებს.

ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის გონივრული გადაწყვეტილების შემთხვევაში ეს პარტიაც მოიგებს და საქართველოც. ქუჩაში მარტო დარჩენილი, საგრძნობლად გამეჩხრებული „ენმ“ კი დაღმასვლას ვერ გადაურჩება.

P.S. თამარ ჟვანიამდე არ დადის სახის შენარჩუნების საკითხი. პოლიტიკური წკიპურტი ჰყოფნის ამ საკითხის გადაჭრას”,- წერს ბერძენიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img