ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო. მე გიორგი ვაშაძეს პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია, ეს უკვე მისი პრობლემაა.” – ამის შესახებ პარტიის “კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ბლოკით მონაწილეობდა.
ჩარკვიანი შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერას “პროცესის ღალატად“ აფასებს და ამბობს, რომ “როცა “ქართული ოცნება“ ჩამოშლის პროცესშია, ოპოზიცია მას არ უნდა შეყუდებოდა“.
მისივე თქმით, დოკუმენტი ბუნდოვანია და მასზე ხელმოწერა იგივე წყალში შესვლას ნიშნავს.
“ჩვენ აშშ-ს სენატში გვითხრეს, რომ სასამართლო კლანია და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა. ვეძებ დოკუმენტს, რომელიც გამოსავალს მომაძებნინებს. წარმოდგენილი დოკუმენტით ხუთი წელი მთავარ პროკურორს ვერ ცვლი, ცესკოს თავმჯომარე თამარ ჟვანია არ იცლება. რამდენჯერ მოგისმენიათ ჩემგან და გიორგი ვაშძისგან ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. ამ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია და ვერც მოესწრება. მართლა მაინტერესებს, ვის ვატყუებთ – საკუთარ თავს თუ ხალხს?! რომ დამენახა, რომ სისტემური რეფორმები შესაძლებელია, რაღაცაზე დაილაპარაკებ, მაგრამ ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?! ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს – უნდა იცოდე, რისთვის აკეთებ ამას!“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.