25.11.2024

მილიონერი მოსამართლეები – არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” კვლევა

 არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ (ყოფილი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოსამართლეთა ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და კვლევა გამოაქვეყნა.

მკვლევარი კახა წიქარიშვილის განცხადებით, კვლევის პროცესში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსამართლის შეძენილი ქონება აჭარბებს მის შემოსავალს. „დადგინდა შემთხვევები, როცა მოსამართლის შემოსავალი და შეძენილი ქონება ახლო პროპორციაშია, ერთ შემთხვევაში კი, აჭარბებს კიდეც და ეს არის 70-75%.

დადგინდა შემთხვევები, როცა მოსამართლეს დეკლარირებული არ აქვს თანხები, რითაც შეიძინა ქონება – ხუთი შემთხვევა იყო ასეთი.

ვნახეთ მინიმუმ ხუთი მოსამართლე, რომლებიც ანაზღაურებას იღებენ იუსტიციის საბჭოდან საექსპერტო საქმიანობის გამო. სავარაუდოდ, ეს ხალხი, ე.წ. კლანიდან შორს არ დგას. მიიღეს ანაზღაურება, რომლის შინაარსიც არ ვიცით”, – ამბობს მკვლევარი კახა წიქარიშვილი. 

უფლებები საქართველოს” კვლევაში საუბარია რამდენიმე მოსამართლეზე, რომელთა შემოსავალმაც 1.4 მლნ ლარს გადააჭარბა. ე.წ. მილიონერ მოსამართლეთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ელისო ტუკვაძე – 2 623 422 ლარი
  • მიხეილ ჩინჩალაძე – 1 930 433 ლარი
  • თეა ლეონიძე – 1 629 777 ლარი
  • ლევან თევზაძე – 1 599 490 ლარი
  • დიანა ბერეკაშვილი – 1 602 079 ლარი
  • მაია ვაჩაძე – 1 497 610 ლარი
  • ზაზა მარტიაშვილი – 1 496 367 ლარი
  • პაატა ქათამაძე – 1 486 502 ლარი
  • ზურა ძლიერიშვილი – 1 478 778 ლარი
  • პაატა სილაგაძე – 1 460 422 ლარი
  • ნუგზარ სხირტლაძე – 1 432 059 ლარი
  • ტარიელ ტაბატაძე – 1 415 509ლარი.
  • კვლევის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემოსავლებში გასათვალისწინებელია მოსამართლეთა უფლებამოსილების განხორციელების ვადები და ოჯახის წევრების შემოსავლები.

 მოსამართლეობის დროს 400 ათას ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეიძინეს:

  • მირანდა ერემაძე – 797 684 ლარი
  • თეა ლეონიძე  – 588 303 ლარი
  • ნინო მამულაშვილი – 541 776 ლარი
  • თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი – 521 521 ლარი
  • დავით ნარიმანიშვილი – 467 050 ლარი
  • ბესიკ ბუგიანიშვილი – 457 799 ლარი
  • ლევან მურუსიძე – 454 303 ლარი
  • თემურ გოგოხია – 420 475 ლარი
  • თამარ ზამბახიძე – 412 132 ლარი
  • მანუჩარ კაპანაძე – 405 364 ლარი.

როგორც მკვლევარი აღნიშნავს, შესწავლილ დეკლარაციებში გვხვდება შევსების ხარვეზები, მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში არ არის ასახული ანაზღაურება, უძრავი ქონება და ა.შ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img