25.11.2024

„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს

ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“მინდა გაცნობოთ, რომ „ქართული ოცნების“ სახელით, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა“,-განაცხადა კობახიძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტლება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სამომავლო განვითარებას.

კუჭავამ არჩილ თალაკვაძეს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოწვევები, რომლის წინაშეც პარლამენტია, შესაძლებლობად უნდა გამოიყენონ.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება და ძალიან ღირსეულად გაართა თავი ამ საქმეს. მისი ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და რაც მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სამომავლო განვითარებას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს და მთლიანად გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ. ვთვლი, გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ გადაწყვეტილებეს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კუჭავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img