მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს ხელი ჰკრეს და ისინი თხრილში ჩავარდნენ. მცირე დაზიანება მიიღეს “თაიმერის” ჟურნალისტმა აკო ქიქავამ, “მთავარი არხის” ჟურნალისტებმა – ემა გიგოხიამ და ზვიად აბლოთიამ.
შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტები ზიანდებიან.
2021 წლის 8 მარტს მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან, აივნიდან გადაცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.