„პოლიტიკური სპექტრი თარგმანში დაიკარგა. ყველამ უნდა ჩახედოს შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების ავთენტურ ტექსტს. თარგმნი არის არასწორი ამ შემთხვევაში, რადგან ინგლისურენოვან ტექსტში მითითებულია, რომ ამნისტია განხორციელდება ყველა დარღვევაზე და ყველა მსჯავრდებაზე და არა ზოგადად დანაშაულზე, რომელიც ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. მაგალითად, გიორგი გახარიას შემთხვევაში, რომელიც 20 ივნისის ღამეს იყო შს მინისტრი და, სავარაუდოდ, დარბევის ბრძანების გამცემი,“ – განაცხადა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.
„სამწუხაროა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებას“ პრინციპით, აღმოაჩინეს ვიღაცებმა აზრთა სხვადასხვაობები. მარტო ეს კი არა, ბევრ სხვა პუნქტზე იქნება აზრთა სხვადასხვაობა. ეს წელავს პროცესს და ჭამს ხალხის დროს. ამიტომ, ყველამ უნდა ჩახედოს ავთენტურ, ინგლისურ ტექსტს. ამნისტიასთან დაკავშირებით, დღევანდელი თარგმნი არის არასწორი, რადგან ინგლისურენოვან ტექსტში მითითებულია, რომ ამნისტია განხორციელდება ყველა დარღვევაზე და ყველა მსჯავრდებაზე. იქ არ არის ნახსენები სიტყვა დანაშაული – პირდაპირ წერია სიტყვა მსჯავრდება, ანუ დანაშაული, რომელიც არის გასამართლებული. შესაბამისად, დამნაშავეზე, რომელიც არ არის მსჯავრდებული ინგლისურენოვანი ტექსტის მიხედვით, ეს ამნისტია ვერ განხორციელდება, რაც გამორიცხავს მთელ რიგ აქტებს. არც იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს ტექსტი გაავრცელოს მაგალითად, გიორგი გახარიაზე, რადგან მას, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს დანაშაული. 20 ივნისის ღამეს იგი იყო შს მინისტრი და, არაა გამორიცხული, მიტინგის დარბევის ბრძანების გამცემი. ამ მიმართულებით გამოძიებას ჯერ არ უმსჯელია, შესაბამისად, გახარია ამ ეტაპზე არის სავარაუდო ბრალდებული დანაშაულთან მიმართებაში, თუმცა არ არის მსჯავრდებული. ამიტომ იმედი მაქვს, ოპოზიცია ახლა მაინც იმსჯელებს პირველად ინგლისურენოვან ტექსტზე დაყრდნობით,” – აცხადებს ანა დოლიძე.