საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 909 პირი, 17 კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 373 ტესტი, მათ შორის 13 217 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 156 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.48%.