24.11.2024

შალვა პაპუაშვილი – ყოფილმა თანაგუნდელებმა არ დაუჭირეს მხარი კახა კუჭავას კანდიდატურას, პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც მცდარია

კახა კუჭავას კანდიდატურას გუშინ ყოფილმა თანაგუნდელებმა არ დაუჭირეს მხარი, პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ღრმად მცდარია, ცუდი დასაწყისი ცუდი დაბოლოების საწინდარია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ფესიბუქზე” დაწერა.

„ოპოზიციიდან კახა კუჭავას მხარდაჭერა გამოუცხადეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“.

კენჭისყრა ფარული იყო და საჯარო არ არის, ვინ იყო ის ექვსი წინააღმდეგი, თუმცა დარბაზში მყოფთა სია და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს ექვსი, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია.

სამწუხაროა, რომ მათ პირველივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ორი მძიმე შეცდომა დაუშვეს:

ადამიანური – სულ რაღაც 14 დღის წინ, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ და კახასაც ძალიან კარგად იცნობენ. ორი ოპოზიციური პარტიისგან კახა კუჭავას მხარდაჭერის ფონზე, მძიმეა იმის ნახვა, რომ, სულ რაღაც, ორი კვირის წინ, ფიზიკურადაც და ადამიანურადაც, შენ გვერდში მყოფები, უბრალოდ ხმის მიცემისგან კი არ იკავებენ თავს, არამედ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან.

პოლიტიკური – ჩვენ გუშინ არ ვამტკიცებდით მთავრობას, რომ ოპოზიციას ამ პროცესისგან ლოგიკურად თავი შეეკავებინა. ჩვენ ვირჩევდით პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი ყველას თავმჯდომარეს. აქ პარტიულობა კრიტერიუმი არ არის. „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ კახას მხარი დაუჭირეს, ახლად შემოსულმა ოპოზიციამ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში და მაინცდამაინც ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დემონსტრაციული უარით გამოიჩინეს თავი.

სხვათა შორის, შარლ მიშელის დოკუმენტს მათაც მოაწერეს ხელი. იმ პუნქტსაც, რომელიც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებას გულისხმობს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი? თუ მოითხოვენ კომიტეტის თავმჯდომარეობას ან სხვა საპარლამენტო თანამდებობას, მათივე პოლიტიკური და ადამიანური საზომით, ჩვენც არ უნდა დავუჭიროთ მხარი?! გუშინდლის მერე, დავფიქრდები.

ცუდია, და საქართველოში კი, ალბათ საბედისწეროც, როცა პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ასე ღრმად მცდარია.

როგორც იტყვიან: ცუდი დასაწყისი ცუდი დაბოლოების საწინდარია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img