Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 476 ადამიანს დაუდასტურდა, 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 791 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 310 310 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 290 767, გარდაიცვალა 4 110 პაციენტი.