მარცხის ფორმულაა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირება არჩევნებზე, სამწუხაროდ, ვიცით როგორც მთავრდება – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მესამე მძლავრი პოლიტიკური ძალა უნდა შეიქმნას, რომელიც საკუთარ კანდიდატურას დააყენებს და თავად მზად არის საკუთარი ამბიცია უკან გადაწიოს.
„მარცხის ფორმულაა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირება არჩევნებზე, სამწუხაროდ, ვიცით როგორც მთავრდება – ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია.
კანდიდატებზე არ გვისმჯელია, რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემი აზრით, მზად ვარ პერსონალური ამბიცია გადავწიო უკან. საერთო, მძლავრ კანდიდატზე ვიფიქროთ და ჩემი თავი არ ჩავუსვა კონკურენტად ამ მსჯელობაში“,- განაცხადა ვაშაძემ.