აცრილი მოქალაქეებისთვის ბენეფიტების მინიჭებაზე არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ კერძო სექტორმაც უნდა იზრუნოს, ბენეფიტი შეიძლება, მაგალითად, აცრილი მოქალაქეებისთვის ფასდაკლებების შეთავაზება იყოს – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგნლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“არა მარტო ტურისტულ ინდუსტრიასთან, არამედ ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებით მიდის საუბარი თუ რა ბენეფიტები, შეღავათები გავცელდეს მათზე, ვინც აიცრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეღავათები არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს, არამედ – კერძო სექტორის მხრიდანაც, მათ შორის ფასდაკლებების კუთხით. აცრილი მოქალაქეების წახალისებაზე ჩვენ და კერძო სექტორმა ერთად უნდა ვიზრუნოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.