საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო არ გამოიყენა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიგინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი და დაჩქარებული წესით პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისთვის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, „ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.
„ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდნეტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა