„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე კახა ოქრიაშვილს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ ოქრიაშვილი უტიფრობის, უპრინციპობისა და მედროვეობის მაგალითია.
„უტიფრობის, უპრინციპობის და მედროვეობის კლასიკური მაგალითი – ოქრიაშვილი! 9 წელი რომ ნაცების მეხოტბე ხარ, მერე 8 წელი ოცნების აპოლოგეტი, მერე ისევ ნაცზე უფრო ნაცი ხდები და სხვას ქოცობაში სდებ ბრალს. 17 წელი რომ პარლამენტში ზიხარ, თან თითო წამალში რომ 300%-ს უგებ და თან რომ წუწუნებ, წაგებაზე ვმუშაობო. ფუუ“, – წერს ჩიხლაძე.