„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაფრინდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში ასევე გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.