„საზღვაო თემასთან დაკავშირებით, ევროკავშირი წლებია თანამშრომლობს საქართველოსთან; ვთანამშრომლობთ როგორც უსაფრთხოების, ასევე – გარემოს დაცვის სფეროში. შავი ზღვის გავლით, ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა აჭარაში, საზღვაო აკადემიაში ვიზიტისას.
„ის, რომ ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება, ბევრ შესაძლებლობას იძლევა. პროფესია, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის ნაწილი თანამშრომლობისა და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.