25.11.2024

ამირან გამყრელიძე – ახალი მუტირებული შტამების გამო, არ არის გამორიცხული აგვისტოში ინფიცირების შემთხვევების ზრდა ისევ დაიწყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, აგვისტოში გლობალურად ისევ დაიწყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს შესაძლოა, ახალი მუტირებული შტამების გამო მოხდეს.

„გლობალური პროგნოზი ასეთია, რომ გლობალურად შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით მოიკლებს. არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ ისევ დაიწყოს, როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა. ძირითად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე. ამიტომ, ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს, მეტი ყურადღებაა რეკომენდაციების დაცვაზე, პირველ რიგში, პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და მეტი აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img