27.11.2024

ეკა გიგაური – სასამართლო დამოუკიდებელი, რომ გახდეს სასამართლოში კლანის მმართველობა უნდა დასრულდეს

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სასამართლოში ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს და რაც არის არასწორი, გაჩერდეს იქამდე, სანამ ჩვენ არ დავასრულებთ სასამართლოს რეფორმას, რომელიც გაწერილია შარლს მიშელის დოკუმენტში, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიგაურის თქმით, სასამართლო დამოუკიდებელი, რომ გახდეს სასამართლოში კლანის მმართველობა უნდა დასრულდეს.

„იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ კლანის მმართველობა სასამართლოში და ჩავატაროთ სერიოზული რეფორმა, რომელიც უნდა დავგეგმოთ ერთად და ამის შემდეგ განვავითაროთ პროცესები, რაც იქნება საჭირო სასამართლო სისტემისთვის“, – განაცხადა გიგაურმა.

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იმართება, “მოძრაობა სირცხვილიას” მიერ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

დღეს, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img