23.11.2024

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა

საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.

“კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img