ქვეყნის მთავარი პრობლემა არის თვალთმაქცობა, რომელსაც მათ შორის, ახლა მიმართავს ბატონი გახარია, ის არის „ქართული ოცნება 2“, თავისი არსით, თავისი გეგმით, თავისი წარსულით და თავის მომავლით – ამის შესახებ საპარლამეტო ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არის “ქართული ოცნება 2” და არის იმ რეჟიმის შემოქმედი, რაზეც ახლა ამბობს, რომ აღარ მოსწონს.
„როდის ატყუებდა ის ქართველ ამომრჩეველს, როცა “ქართული ოცნების” დროშის ქვეშ ასპარეზობდა და არწმუნებდა საზოგადოებას, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი თუ ახლა ატყუებს, როცა ვითომ გაემიჯნა, ვითომ დაგმო და თვალი აეხილა იმ პრობლემებზე, რომელთა შემოქმედიც დიდწილად თვითონ არის, როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი. ის არის „ქართული ოცნება 2“, თავისი არსით, თავისი გეგმით, თავისი წარსულით და თავის მომავლით,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.