თბილისში, უხვმა ნალექმა ისევ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დიდ დიღომში, “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიტბორა. მანქანებსა და ავტობუსებს გადაადგილება უჭირს. ასევე, დაიტბორა ბერი ანდრიას ფონდის შენობაც. ვიდეოს სოციალურ ქსელში თინათინ ბერი ანდრიას დედა ავრცელებს. ადგილზე ვითარება მძიმეა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით დიდი დიღმიდან რამდენიმე შეტყობინება მიიღეს. მათი თქმით, ისინი ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას ყველა შეტყობინებაზე და მობილიზებულია ყველა საჭირო სამსახური.