ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის შტამებს სახელებს შეუცვლის და ბერძნული ანბანის ასოების დასახელებებს დაარქმევს.
BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასე იმ ქვეყნების სტიგმატიზირებას შეაჩერებს, სადაც შტამი აღმოაჩინეს.
„არცერთი ქვეყანა არ უნდა სტიგმატიზირდეს ვარიანტების აღმოჩენისა და მათზე შეტყობინების გამო”, – წერს WHO- ს Covid-19-თან ბრძოლის ტექნიკური ხელმძღვანელი მარია ვან კერხოვე ტვიტერზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში გამოვლენილ შტამს ალფა ეწოდება, სამხრეთაფრიკულს – ბეტა, ინდურს – დელტა და ა.შ.