22.11.2024

სენატორი რობ პორტმანი – საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში

ჩვენ აქ ჩამოვედით მეგობრებთან. საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს ის კურსი აშშ-ის მხრიდან, რომელიც 30 წლის წინ აირჩიეს და 30 წლის განმავლობაში ვხედავდით მის განხორციელებას, როდესაც აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენტიტეტსა და დამოუკიდებლობას.

„ეს გულისხმობს ამავე დროს აშშ-ის მიერ მხარდაჭერას, რომ საქართველომ შეძლოს უზრუნველყოფა ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისა იმისათვის, რომ მოქალაქეებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ. საქართველო აგრძელებს გზას თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, ხოლო აშშ მას ამაში მხარს უჭერს. სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო მეგობარია და მასთან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. თანაბრად გვსურს, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, რომელიც იმოძრავებს დემოკრატიის გაუმჯობესებისა და დაწინაურების გზაზე, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img