22.11.2024

ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს და აზერბაიჯანის ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც ფილმებს იღებდნენ, ნაღმზე აფეთქდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტრაგიკული შემთხვევა ქალბაჯარის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ნაღმს AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ემსხვერპლნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 4 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img