22.11.2024

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის თქმით, მასზე სექსუალურად იძალადეს

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის თქმით, პანსიონში მასზე სექსუალურად იძალადეს. ყოფილ აღსაზრდელთან ინტერვიუს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

“დირექტორმა გამგზავნა, უნდა მეთქვა, რომ წყალი გაეცხელებინათ. რომ არავინ არ დამხვდა, მოვტრიალდი უკან. გაჩუმდიო, ასე მითხრა, არ ილაპარაკოო, თორემ რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო. კი [ სექსუალურად იძალადა] ვერ გამოვექეცი, ფეხები გამიკოჭა. […] 1-2 თვის მანძილზე არავის ვეკონტაქტებოდი და სკოლასაც ვაცდენდი. [აღმზრდელებს] სულ ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი. 1 წელი [ვმალავდი] შემეშინდა, მეგონა, თუ ამას დავმალავდი, არაფერს არ დამიშვებდნენ. იმის შიშიც მქონდა, ჩემი ნათესავები ამას თუ გაიგებდნენ, რა რეაქცია ექნებოდათ ჩემზე. საერთოდ არ ვიცოდი, როგორ მეთქვა ჩემი ნათესავებისთვის და დღემდე არ იციან, რომ ეს ამბავი მოხდა”, – ამბობს ის.

პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი “შაბათის ფორმულასთან” ამბობს, რომ მისი დაშინება მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ნინოწმინდა დატოვა და ცხოვრება სხვაგან გააგრძელა. სავარაუდო მოძალადე მას სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა, ემუქრებოდა, უთვალთვალებდა, საკუთარ მეგობრებსაც უგზავნიდა. გოგონას თქმით, ის დანითაც დაჭრეს.

“მაღაზიაში მივდიოდი, მაღაზიასთა დავინახე, იქ იდგა და გამოვტრიალდი. შემდეგ, ისევ დავაპირე მაღაზიაში წასვლა, დამხვდა 2 კაცი და გავიქეცი. დამედევნა ის 2 კაცი, შემომაბრუნეს და მუცელში დანა დამარტყა. ოპერაცია როდესაც გამიკეთეს, მის მერე მომწერა, როგორ გამოგფატრა ჩემმა კაცმაო”, – ამბობს ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img