22.11.2024

თამარ კორძაიას დეპუტატის მანდატის შეწყვეტის სარჩელი უკან გააქვს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდტის შეწყვეტის შესახებ ს აკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა. ამის შესახებ კორძაიამ სარჩელის განხილვის  სხდომაზე ისაუბრა. 

“ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უნდა ვთქვა უარი სარჩელზე. მოგეხსენებათ, რომ ყველამ კარგად ვიცით, გარკვეული მოქმედებები უნდა განვახორციელოთ ვადებში. ინდივიდუალური დადგენილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 16 თებერვალს და წინა დღეს შემოვიტანე სარჩელი. უკვე 22 თებერვალს მოხდა პოლიტიკური ლიდერის დაკავება, შემდგომ ამან გამოიწვია სერიოზული პოლიტიკური რყევები და მათ შორის ამას მოჰყვა მოლაპარაკებები. ამ პროცესის მონაწილე ვიყავი. 

19 აპრილს შედგა შეთანხმება, რომლითაც ყველა ჩვენგანმა გამოვხატეთ პოლიტიკური ნება და თქვა, რომ თუ შესაძლებელი იქნება, ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ გავაგრძელებთ პარლამენტში. ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, რის გამოც უარს ვამბობ სარჩელზე და გთხოვთ, შეწყვიტოთ წარმოება. მე 31 მაისს ამ შეთანხმებას მოვაწერე ხელი და ეს ხელმოწერა ნიშნავს, რომ მე უნდა შევიდე პარლამენტში და ვიმუშავო, როგორც პარლამენტის წევრმა. ეს გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული ჩემს კოლეგებთან მიმართებაში და, ვფიქრობ, ის პასუხისმგებვლობა, რაც ავიღეთ ხელმოწერით,, მავალდებულებს ვიმუშავო პარლამენტში”. – თქვა მან.  

31 მაისს თამარ კორძაიამ ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა  რესპუბლიკური პარტია დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img