25.11.2024

ამირან გამყრელიძე – არსებობს გარანტირებული შემოსვლის გრაფიკი და კონტრაქტები, რომ ივლისიდან საქართველოში 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა შემოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებობს უკვე გარანტირებული შემოსვლის გრაფიკი და გარანტირებული კონტრაქტები, რომ 4 თვის განმავლობაში – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ქვეყანაში შემოვა 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა.

გამყრელიძემ მესამე, ე.წ. ბუსტერის დოზის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მეცნიერთა უმრავლესობა მესამე დოზის გაკეთებას ემხრობა, რადგან ის იმუნიტეტს გაახანგრძლივებს.

„დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რომ მესამე ე.წ. ბუსტერული დოზა გახდეს საჭირო. ამაზე მიდის ახლა დაკვირვებები, რომ ორჯერადად აცრილი ადამიანის იმუნიტეტი რა ხანგრძლივობით რჩება. მეცნიერების უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ შესაძლებელია მესამე დოზით აცრა საჭირო გახდეს, რომ უფრო გახანგრძლივდეს იმუნიტეტი. ეს საქართველოს შემთხვევაში გათვალისწინებულია, რადგან პერმანენტულად ქვეყანა უკვეთავს ვაქცინებს და ვაქცინების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მეტი იქნება.

ბოლო კვლევებით საქართველოს მოსახლეობის 49% გამოთქვამს სურვილს, რომ აიცრას, დაახლოებით, 20% მერყეობს და დანარჩენი ამბობს, რომ არ აიცრება. ჩვენთვის მთავარია, ამ 49%-ს მივცეთ საშუალება, რომ ადვილად აიცრან, იმ 20%-ზე მედიასთან ერთად საინფორმაციო კამპანიებით ვიმუშაოთ და დავარწმუნოთ, რომ აცრაზე უკეთესი არაფერი არ მოუგონია კაცობრიობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img