საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვიტ, საქართველოში საშუალო ხელფასის მოცულობა გაიზარდა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 1,256 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.4%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის მიხედვით, სექტორები, რომლებშიც ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასები დაფიქსირდა ასე ნაწილდება:
1) საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2,448 ლარი, კლება წინა წელთან 5.7%;
2) კომუნიკაციბი და ინფორმაცია – 2,159 ლარი, ზრდა წინა წელთან 14.4%;
3) პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1,798 ლარი, ზრდა წინა წელთან 0.2%;
4) მშენებლობა – 1,664 ლარი, კლება წინა წელთან 2.3%.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით განისაზღვრა და წლიურად 62.5 ლარით გაიზარდა, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 49.5 ლარით მეტი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.