ხვალ, 17 ივნისს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“ხვალ, 2021 წლის 17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის’. – წერია განცხადებაში.
14 ივნისს ბავშვებზე ძალადობის გამმართლებელი მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა.