სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის ხუთასამდე უბანია დათვლილი. დათვლილი საარჩევნო უბნების მიხედვით, სომხეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია “სამოქალაქო შეთანხმება” ლიდერობს.
ბოლო მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას – 59.28% აქვს. რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, რობერტ ქოჩარიანს, მის პოლიტიკურ პარტიას “სომხეთი” – 18.27% აქვს. ბლოკი სახელწოდებით – “მაქვს პატივი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს – 5.66% აქვს, ხოლო პარტიას “აყვავებული სომხეთი“, რომლის ლიდერიც ბიზნესმენი გაგიკ ტსარუკიანია – 4.81% ხმა აქვს.
საბოლოო შედეგები ხვალ,იქნება ცნობილი.