სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მის პარტიას ახლად არჩეულ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს.
„ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ახლად არჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა (მინიმუმ 71 დეპუტატი 105-დან) ექნება და შექმნის მთავრობას, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ,“- წერს ფაშინიანი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბანზე დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 53.92%-ით ლიდერობს.