დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ პანდემია გრძელდება, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა.
ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა 5 ცნობილი რეკომენდაცია და მისი დაცვისკენ მოუწოდა ყველას.
„დღეს, ადამიანების ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერი შეკრება რისკია. როცა ჩვენ 5 რეკომენდაციას ვასახელებთ – პირბადეს, დისტანციას, სანიტარული წესრიგი, შეკრებები და აცრები, ეს ყველაფერი კვლავ ძალაშია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ