ბაკურიანში კოხტა გორაზე მდებარე საბაგიროს მეხი დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. მეხის დაცემამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
ცნობისთვის, ბაკურიანში რამდენიმე საბაგირო ხაზი მუშაობს, მათ შორისაა კოხტა გორის საბაგირო შუალედური სადგურით. დღევანდელი ინციდენტი აღნიშნული საბაგიროს ზედა სადგურზე მოხდა.
ფოტოს და ვიდეოს borjomi.tv ავრცელებს https://youtu.be/cO4r186tLOQ