23.11.2024

წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.

როგორც „საქსტატში“ აღნიშნავენ, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

“წარმოგიდგენთ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, რომელიც ეფუძნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებს დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შესახებ. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 25,8%-ით. შესაბამისად, 2021 წლის 5 თვის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 11,5%. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის მაისში სახეზე გვქონდა ეკონომიკის, დაახლოებით, 13,5%-იანი ვარდნა, ანუ გარკვეულწილად მაისის თვის ეკონომიკურ ზრდაზე, რასაკვირველია, მოქმედებს საბაზისო ეფექტიც, თუმცა 2019 წლის მაისთან შედარებითაც კი ფიქსირდება ეკონომიკის 8,8%-იანი ზრდა. 2021 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში“,- განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img