არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი კორონავირუსის გართულებული ფორმის გადატანის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გერმანიაში იმყოფება, სადაც საჭირო გამოკვლევებს იტარებს.
თინა ხიდაშელმა დღეს, გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა.
“ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს
კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.
მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა… ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს” – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.