“ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით როგორც ვერ დაიცვა 2020 წლის არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში, პარტია “საქართველოსთვის” ოფისის გახსნისას.
„2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, როგორც ვერ დაიცვა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას“, – განაცხადა გახარიამ.