“ღმერთო, რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა”. – ასე ეხმაურება “თბილისი პრაიდის: დირექტორი, გიორგი თაბაგარი რიონის ხეობის მცველების განცხადებას პრაიდის კვირეულზე.
“სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან დამწყდა გული. მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან სალომე ბარკერი გამოაგდეს, წინა დღით კი ქვიარაქტივისტებს ბანერები ჩაადებინეს. მიუხედავად ამისა „თბილისი პრაიდმა“ 23 მაისს ძალიან კარგი განცხადება გაავრცელა, სადაც სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, აქციებზეც ვიყავით თბილისში. ისედაც სათავეში კი არ ედგნენ ამ მოძრაობას, რას ემიჯნებიან საერთოდ? ან რა საჭირო იყო ეს განცხადება, ვერ ვხვდები. უბრალოდ, გული ძალიან დამწყდა“, – აცხადებს გიორგი თაბაგარი.
შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველებმა დღეს განცხადება გაავრცელეს და წერენ, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”.