დღეს, 2 ივლისს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.
პენიტენციური დაწესებულებებიდან 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 24 მსჯავრდებული მონაწილეობს.
თითოეული მსჯავრდებულის საგამოცდო ცენტრებში გადაყვანას სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.
დღეს 2021 წლის აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდა დღესაც ორ სესიად წარიმართება.
გამოცდები 5 ივლისს ისევ განახლდება